ფეხბურთი

20:46 | 21.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

გორელიშვილი და ჯიქია იტალიის სერია B-ს ნაკრებთან ითამაშებენ  

რუსეთის პირველი დივიზიონის ნაკრებში ორი ქართველი ფეხბურთელი მოხვდა. “სოვეტსკი სპორტის” ინფორმაციით, გუნდის მთავარი მწვრთნელის ანდრეი გორდეევის მიერ შერჩეულ 18 მოთამაშეში, ძერჟინსკის “ხიმიკის” მცველი გიორგი ჯიქია და ტიხვინის “ტოსნოს” ნახევარმცველი მიხაილ გორელიშვილი ფიგურირებენ. ორივე რუსეთის მოქალაქეა.

პირველი დივიზიონის ნაკრები ოთხი წლის წინ ჩამოყალიბდა და ყოველ წელს იტალიის სერია B-ს ნაკრებს ეთამაშება. პირველი მატჩი კროტონეში ჩატარდა და უგოლოდ დასრულდა. მომდევნო ორ შეხვედრაში იტალიელებმა ჯერ ასტრახანში გაიმარჯვეს (2:1), შემდეგ – ტულაში (1:0).

მომდევნო დაპირისპირება 26 ნოემბერს იტალიის ქალაქ ვერჩელეში შედგება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111299