მარნეულში მიმდინარე საქართველოს ჩემპიონატს 16 წლამდე ასაკის გოგონათა შორის 3-დან 3 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს ნინო ხომერიკი.
ლიდერს ნახევარი ქულით ჩამორჩებიან: ნინო ჯალაღონია, ლილე ქორიძე, ანა თედოშვილი და დალი ნანეიშვილი.
ამავე ასაკის ბიჭების პირველობას ქულათა მაქსიმუმით ნოე თუთისანისა და გიორგი სიბაშვილის დუეტი ლიდერობს. 2.5 ქულით III-IV ადგილებს ირაკლი ახვლედიანი და გურამ კოკაია ინაწილებენ.
12-წლიან გოგონათა გათამაშებას საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი თამარ ესაძე და მაია ბეჭვაია დანაკარგის გარეშე ლიდერობენ, ხოლო მესამე ადგილზე 2.5 ქულით ანასტასია სიდამონიძე იმყოფება.
ბიჭების ასპარეზობაზე ქულათა მაქსიმუმით ასევე დუეტი დაწინაურდა – მარლენ გუნია და ნიკოლოზ პეტრიაშვილი.
ყველაზე უმცროს ასაკობრივ კატეგორიაში, 8 წლამდე გოგონათა შორის ქულათა მასიმუმით მარიამ ხურციძე პირველობს. ლიდერს ნახევარი ქულით ერთბაშად 4 მონაწილე: ანა მამარდაშვილი, მარინე ღლონტი, სალომე ღღელიანი და ეკატერინე ცივაძე ჩამორჩება.
სამი ლიდერი ჰყავს 8-წლამდე ბიჭების გათამაშებას. 3-დან 3 ქულით ჩემპიონატს ლასა არველაძე, ზურაბ ავალიანი და ლუკა ფირცხალავა ლიდერობენ.







