ისტორია

11:02 | 3.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

3 იანვარი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

   1963. დავით გობეჯიშვილი. მძიმე წონის თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა შორის 1988 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და 1992 წლის თამაშების მესამე პრიზიორი. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1985, 1990). მსოფლიოს თასის სამგზის მფლობელი (1986, 1987, 1988). ევროპის ჩემპიონი (1985). საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი (1985, 1986, 1988). 1992 წელს გახდა დსთ-ს ქვეყნების ჩემპიონი. 1994-2000 წლებში იყო საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი. ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის ორდენების კავალერი. 

 მნიშვნელოვანი ფაქტები

1977. ინგლისის დაბალდივიზიონური ჩემპიონატის მატჩში “ტორკ იუნაიტედის” ერთ-ერთმა მცველმა “კემბრიჯ იუნაიტედთან” შეხვედრის მეექვსე წამზე ბურთი საკუთარ კარში გაიტანა.

1981. ჩოგბურთში ავსტრალიის ღის პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში ჩეხოსლოვაკიელმა ჰანა მანდლიკოვამ თარნბელი 6:0, 7:5 დაამარცხა და ტურნირის რიგით 55-ე ჩემპიონი გახდა.

1981. ამერიკელმა მერი ტერსტეგ მიგერმა 100 მეტრზე ბატერფლაის სტილით გაცურვაში ქალთა შორის მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (58.91 წამი).

2009. აბუ დაბიში მიმდინარე Capitala World Tennis Championship-ის ფინალში ბრიტანელმა ენდი მიურეიმ ტურნირის მოქმედ გამარჯვებულს ესპანელ რაფაელ ნადალს 6-4, 5-7, 6-3 სძლია და პირველობა მოიპოვა.

2009. “ფონდმა არველაძემ” ოთხ ნიჭიერ მოზარდ ქართველ ფეხბურთელს სტიპენდია დაუნიშნა.

2010. ინგლისის ლიგის თასის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სენსაციური შედეგი დაფიქსირდა – “მანჩესტერ იუნაიტედი” საკუთარ “ოლდ ტრაფორდზე” თასის მესამე წრის მატჩში “ლიდს იუნაიტედთან” 0:1 დამარცხდა.

2012. ლოს ანჯელეს “ლეიკერსის” მცველი კობი ბრაიანტი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, რომელმაც კარიერაში 28-ათასქულიან ზღვარს გადააბიჯა. ბრაიანტის გარდა, აღნიშნული წარმატებისთვის მხოლოდ ხუთ კალათბურთელს – შაკილ ო’ნილს, უილტ ჩემბერლენს, მაიკლ ჯორდანს, კარლ მელოუნსა და კარიმ აბდულ-ჯაბარს მიუღწევია

2013. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად ირაკლი უზნაძე დაინიშნა.

ამ დღეს დაიბადნენ

1963. გავრილ ბალინტი. რუმინეთის ნაკრებისა და ბუქარესტის “სტიაუას” ფორვარდი. 1986 წელს მოიპოვა ჩემპიონთა თასი. იმავე წელს დაეუფლა ევროპის სუპერთასს. 1989 წელს იასპარეზა ჩემპიონთა თასის ფინალში. ოთხჯერ გახდა რუმინეთის ჩემპიონი და ამდენჯერვე ფლობდა ქვეყნის თასს. რუმინეთის ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 34 მატჩი, გაიტანა 14 გოლი.

1963. დავით გობეჯიშვილი. მძიმე წონის თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა შორის 1988 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და 1992 წლის თამაშების მესამე პრიზიორი. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1985, 1990). მსოფლიოს თასის სამგზის მფლობელი (1986, 1987, 1988). ევროპის ჩემპიონი (1985). საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი (1985, 1986, 1988). 1992 წელს გახდა დსთ-ს ქვეყნების ჩემპიონი. 1994-2000 წლებში იყო საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი. ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის ორდენების კავალერი.

1969. მიხაელ შუმახერი. ფორმულა1-ის ლეგენდარული გერმანელი პილოტი. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო და ტიტულოვანი მრბოლელი. 1994, 1995, 2000, 2001, 2002, 2003 და 2004 წლების მსოფლიოს ჩემპიონი. მოგებული აქვს გრან-პრის 91 რბოლა. იცავდა “ბენეტონის” და “ფერარის” ღირსებას. 2006 წელს ავტოსპორტიდან წასვლის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება გამოაცხადა.

1974. ალესანდრო პეტაკი. იტალიელი ველოსიპედისტი. პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო მრბოლელი. მოგებული აქვს “ჯირო დ’იტალიას” 21, ესპანური “ვუელტას” 19 და “ტურ დე ფრანსის” 4 ეტაპი.

1976. ანგელოს ბასინასი. საბერძნეთის ნაკრების, “პანათინაიკოსის”, “მალიორკას”, აეკ-ის, “პორტსმუთის” მცველი-ნახევარმცველი. ევროპის 2004 წლის ჩემპიონი. საბერძნეთის ნაკრების კაპიტანი. ელადელთა ეროვნულ გუნდში ჩაატარა 100 მატჩი, გაიტანა 7 გოლი. “პანათინაიკოსის” შემადგენლობაში 1996 და 2004 წლებში გახდა საბერძნეთის ჩემპიონი, 2004-ში მოიპოვა ქვეყნის თასი.

1985. სანდრო იაშვილი. საქართველოს ნაკრების, “ვიტ ჯორჯიას”, “თბილისის”, თბილისის “დინამოს”, შვეიცარიის “თუნის”, მახაჭყალის “ანჟის” ფორვარდი. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 3 მატჩი.

Loading...
0.135306