ფეხბურთი

4:24 | 19.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვალვერდე გამოუყენებელ მომენტებზე საუბრობს

“ბილბაოს” მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე “სელტასთან” ფრედ (1:1) დასრულებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს ესაუბრა. 50 წლის სპეციალისტი, უკმაყოფილო ჩანდა მისი გუნდის მიერ გამოუყენებელი მომენტების გამო.

“ფრე არაა ამ მატჩის სამართლიანი შედეგი. ჩემმა გუნდმა კარგად ითამაშა, მალევე გავიტანეთ გოლი და არაერთი შანსი გვქონდა მეორეს გასატანად, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ, რისთვისაც დავისაჯეთ. ჩვენ უფრო ზუსტები უნდა ვყოფილიყავით და განგვემტკიცებინა უპირატესობა.

ჩვენ ვერ მოვიგეთ, მაგრამ კარგად ვითამაშეთ. მომავალში მეტი გვმართებს, თუმცა სწორ გზას ვადგავართ”, - განაცხადა ვალვერდემ.

შეგახსენებთ, რომ 8 ტურის შემდეგ “ბილბაო” ლა ლიგაში 5 ქულით მე-16 პოზიციას იკავებს. კლუბს 6 მატჩია არ მოუგია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115558