ფეხბურთი

18:11 | 16.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

კასილასით “არსენალი” და “მონაკო” დაინტერესდნენ

მადრიდის “რეალის” მეკარე იკერ კასილასი შესაძლოა “არსენალმა” შეიძინოს. “დეილი მეილის” ცნობით, ესპანელი მეკარის გადაბირების სურვილი “მეთოფეთა” მწვრთნელ არსენ ვენგერს აქვს.

ამავდროულად დასავლურ პრესაში ვრცელდება კარლო ანჩელოტის კომენტარი 33 წლის მეკარის შესახებ: “კასილასი არასდროს კარგავს ჩვენ ნდობას. ვუსურვებთ მას “რეალთან” ერთად წარმატებებს და საუკეთესო მიღწევებს პირად კარიერაში. ჩვენ ყოველთვის ნდობით ვართ გამსჭვალული მის მიმართ”.

როგორც ფრანგული Le10sport იუწყება, “არსენალის” მსგავსად კასილასის შეძენა “მონაკოს” სურს. ფეხბურთელმა, შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს “რეალი” დატოვოს.

იკერი 1998 წლიდან თამაშობს “რეალში” და უამრავი ტიტული მოუპოვებია “სამეფო კლუბთან” ერთად.

0.137219