ფეხბურთი

13:02 | 16.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

რომარიო – სენატორი, კლუბის პრეზიდენტი და ეგებ, მერიც

ლეგენდარული ბრაზილიელი რომარიო კლუბ "ამერიკის" პრეზიდენტი გახდა. ეს გუნდი ბრაზილიის მეორე ლიგაში გამოდის. საიდან წამოვიდა რომარიოს ეს იდეა? საქმე ისაა, რომ მამამისი "ამერიკის" დიდი ქომაგი იყო და ბავშვობაში რომარიოს ამ გუნდის მაისურა აჩუქა – წერს ბრაზილიური “გლობო”.

ლეგენდარულ ფეხბურთელს ახსოვდა მამის ასეთი სიყვარული "ამერიკის" მიმართ. მამის სიკვდილის შემდეგ აქტიურად ეხმარებოდა კლუბს, რომელსაც ფინანსურად უჭირდა. ახლა კი პრეზიდენტიც გახდა.

შეგახსენებთ, რომარიო სენატორია და რიო-დე-ჟანეიროს მერის არჩევნებზეც აპირებს კანდიდატურის წამოყენებას.

თეგებირომარიო
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114193