ფეხბურთი

17:40 | 31.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჯონათან დევიდი კარიერას "ატლეტიკოში" გააგრძელებს

26 წლის კანადელი თავდამსხმელი ჯონათან დევიდი კარიერას "იუვენტუსიდან" მადრიდის "ატლეტიკოში" გააგრძელებს. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია და კანადელი ფეხბურთელი "ატლეტიკოს" თავდაპირველად იჯარის წესით შეუერთდება, ხოლო ხელშეკრულებაში გამოსყიდვის პუნქტიც იქნება ჩადებული. ამასთან ერთად დევიდის ხელფასის 50%-ხე მეტს მადრიდული კლუბი დაფარავს.

შეგახსენებთ, რომ ჯონათან დევიდი "იუვენტუსს" 2025 წელს შეუერთდა და კლუბთან კონტრაქტი 2030 წლამდე აკავშირებს.


სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.084963