ფეხბურთი

20:24 | 25.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ასტონ ვილა" სენეგალელი ფორვარდის ტრანსფერზე მუშაობს

ლონდონის „ჩელსის“ თავდამსხმელი ნიკოლას ჯექსონი „ასტონ ვილას“ მთავარი სამიზნეა.

უნაი ემერის გუნდს დიდი ალბათობით, უოლი უოტკინსი დატოვებს, რომელიც „ალ-ჰილალს“ პირადად უკვე მოურიგდა და ბირმინგემელებს მისი შეცვლა სენეგალელით სურთ. მოლაპარაკებები გრძელდება.

ჯექსონი ჩაბი ალონსოს გეგმებში არ შედის და მზადაა „ასტონ ვილაში“ გადავიდეს, მიუხედავად იმისა, რომ „ატლეტიკოც“ დაინტერესებულია.

ნიკოლას ჯექსონმა გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით „ბაიერნში“ გაატარა, მაგრამ გერმანელებმა ის არ გამოისყიდეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090464