ფეხბურთი

19:56 | 23.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემი" მარმუშს დაიმატებს

„მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელი ომარ მარმუში დიდი ალბათობით, კარიერას „ტოტენჰემში“ გააგრძელებს.

შეთანხმება შედგა იჯარაზე და 50 მილიონ ევროს გამოსყიდვაზე, რომელიც გარკვეული პირობებით სავალდებულო გახდება. რობერტო დე ძერბის გადამწყვეტი როლი აქვს ფეხბურთელის დათანხმებაში, რომელმაც მანამდე საუდის არაბეთში ძალიან სარფიან შეთავაზებაზე უარი თქვა.

ომარ მარმუში „მანჩესტერ სიტის“ 2025 წლის ზამთარში „აინტრახტიდან“ შეუერთდა და 62 მატჩში 16 გოლი გაიტანა. მანამდე ის „აინტრახტის“, „შტუტგარტის“, „ზანკტ პაულის“, „ვოლფსბურგის“ და „ვადის“ ღირსებას იცავდა.

აღსანიშნავია, რომ „მანჩესტერ სიტიდან“ „ტოტენჰემში“, მარმუშის გარდა, სავინიოც გადავა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.084786