ფეხბურთი

23:20 | 14.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჩირო იმობილემ კარიერა დაასრულა

ფრანგული „პარიზის“ ფეხბურთელმა ჩირო იმობილემ კარიერა დაასრულა. ამის შესახდებ მან თანაგუნდელებს საჯაროდ მიმართა და ასე გამოაცხადა გადაწყვეტილების შესახებ.

„ჩემთვის რთული მომენტია. ჩემი ცხოვრების ლამაზ თავს ვხურავ მთელი გულით მიყვარს ეს საქმე, მაგრამ საკუთარ თავთან გულწრფელი უნდა ვიყო. მოვიდა დრო, რომ ჩემს ოჯახთან ვიყო. ისინი 17 წლის განმავლობაში მეხმარებოდნენ, ახლა კი მათ მე ვჭირდები“, - უთხრა ჩირომ თანაგუნდელებს.

ჩირო იმობილე „პარიზში“ მიმდინარე წლის დასაწყისში გადავიდა. მან კარიერის განმავლობაში „იუვენტუსში“, „სორენტოში“, „სიენაში“, „გროსეტოში“, „პესკარაში“, „ჯენოაში“, „ტორინოში“, „დორტმუნდში“, „სევილიაში“, „ბეშიქთაშსა“ და „ბოლონიაში“ ითამაშა, იტალიის ნაკრებში კი 2014-2023 წლებში 57 შეხვედრაში 17 გოლი მიითვალა.

მან საუკეთესო წლები „ლაციოში“ გაატარა, რომლის ყველა დროის ბომბარდირია 340 თამაშში გატანილი 207 გოლით. იმობილე ოთხჯერ გახდა სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი, ერთხელ ოქროს ბუციც მოიგო, ხოლო 2020 წელს იტალიის ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090584