ფეხბურთი

22:46 | 9.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

"დინამოს" ქამბექი "სპაერთან"

„დინამო თბილისმა“ ეროვნული ლიგა გამარჯვებით განაახლა. თემურ ქეცბაიას გუნდმა სტუმრად „სპაერი“ 2:1 დაამარცხა.

„დინამოს“ გაუჭირდა და თამაშის უმეტესი ნაწილის განმავლობაში მარცხდებოდა. 31-ე წუთზე ლაშა კოხრეიძემ „სპაერი“ დააწინაურა და მასპინძლებმა ტაიმი მოიგეს.

მეორე ნახევრის დიდი ხნის განმავლობაში არაფერი იცვლებოდა, 73-ე წუთამდე, სანამ სტუმრებმა ორ წუთში ორჯერ არ გაიტანეს. ანგარიში კობა კაკაშვილმა გაათანაბრა, ხოლო შემდეგ მათე ვაწაძემ მეორედ დაამწუხრა მეტოქე და გამარჯვების გოლის ავტორი გახდა.

„დინამომ“ 34 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში უშუალო კონკურენტ „რუსთავს“ შეხვდება, ხოლო „სპაერი“ 22 ქულით მეცხრეა და ისიც კონკურენტს - „გაგრას“ ეთამაშება.

„სპაერი“ – „დინამო თბილისი“ 1:2 (1:0)

გოლები: 1:0 კოხრეიძე (31), 1:1 კაკაშვილი (73), 1:2 ვაწაძე (75)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.154926