ფეხბურთი

21:17 | 9.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ლუკა დინი პსჟ-ში დაბრუნდა

„პარი სენ-ჟერმენმა“ ლუკა დინი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

ფრანგულმა გუნდმა გამოცდილი მცველის სანაცვლოდ „ასტონ ვილას“ 7 მილიონი ევრო გადაუხადა, ხოლო მასთან კონტრაქტი 2029 წლის ივნისამდე გაფორმდა. დინისთვის პსჟ უცხო გუნდი სულაც არაა, რადგან მის ღირსებას 2013-2015 წლებში იცავდა, როცა 44 მატჩი ჩაატარა.

კარიერის განმავლობაში მან „ლილის“, „რომას“, „ბარსელონას“, „ევერტონისა“ და „ასტონ ვილას“ რიგებშიც ითამაშა, საფრანგეთის ნაკრებში კი 64 თამაში აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.086706