ვეტერანი ესპანელი ფეხბურთელი სერხი რობერტო კარიერას ლოს ანჯელეს „გალაქსიში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
რობერტო ამერიკულ გუნდს „კომოდან“ შეუერთდა და კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმა, კიდევ ერთი წლით განახლების ვარიანტით.
სერხი რობერტო „ბარსელონას“ აღზრდილია, რომლის რიგებში 373 მატჩში 19 გოლი გაიტანა. ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ის იტალიურ „კომოში“ გამოდიოდა.







