„ბოლონიას“ თავდამსხმელმა სანტიაგო კასტრო კარიერას „რომაში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
არგენტინელმა ფეხბურთელმა „ჯალოროსისთან“ კონტრაქტი 2031 წლამდე გააფორმა, სეზონში 2.2 მილიონი ევროს ხელფასით.
შეთანხმების თანახმად, „რომას“ ფორვარდი არტიომ დოვბიკი „ბოლონიაში“ გადავიდა.
21 წლის სანტიაგო კასტრომ კარიერა „ველეს სარსფილდში“ დაიწყო, ხოლო 2023 წლიდან „ბოლონიაში“ იყო, რომლის მაისურით 105 თამაშში 22 გოლი გაიტანა.





