ფეხბურთი

1:00 | 21.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა დინი პსჟ-სთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს

„პარი სენ-ჟერმენი“ ბირმინგემის „ასტონ ვილადან“ ლუკა დინის დაიმატებს. ტრანსფერზე 100%-ით შეთანხმება მიღწეულია.

ფრანგი მცველის ტრანსფერი უახლოეს დღეებში ოფიციალურად უნდა დადასტურდეს და ის პარიზელებთან კონტრაქტს 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმებს. დინი პსჟ-ში თუ არაფერი მოულოდნელი მოხდა, ნუნუ მენდეშის ალტერნატიული ვარიანტი იქნება.

ლუკა დინი "ასტონ ვილას" ღირსებას 2022 წლიდან იცავს, იქამდე კი, "ევერტონის", "ბარსელონას","რომას" და "ლილის" წევრი იყო. საფრანგეთის ნაკრებში 64 თამაში აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091372