ზინედინ ზიდანი საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოფიციალურად მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ გახდება.
ფრანგი სპეციალისტსა და ადგილობრივ ფეხბურთის ფედერაციას შორის შეთანხმება დიდი ხანია მიღწეულია ოთხწლიან კონტრაქტზე, რომელსაც მხარეები ხელს მიმდინარე თვეში მოაწერენ.
ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას 5-წლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება. მას მხოლოდ მადრიდის „რეალში“ აქვს ნამუშევარი, რომელიც 2021 წელს დატოვა. თუმცა, „სამეფო კლუბში“ ზედიზედ სამჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
ზიდანს საფრანგეთის ნაკრებში 1994-2006 წლებში 108 შეხვედრაში 31 გოლი აქვს გატანილი.







