სტამბოლის „ფენერბაჰჩემ“ მარსელის „ოლიმპიკიდან“ მეისონ გრინვუდი შეიძინა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ინგლისელმა ფეხბურთელმა თურქულ კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ამიერიდან, სტამბოლელთა რიგებში ითამაშებს. ტრანსფერის ღირებულებამ 45 მილიონი ევრო შეადგინა.
მეისონ გრინვუდი „მარსელში“ 2024 წლიდან თამაშობდა და 82 მატჩში 48 გოლი გაიტანა. მანამდე ის „მანჩესტერისა“ და „ხეტაფეს“ წევრი იყო.







