ფეხბურთი

1:10 | 15.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ისტორიაში მეორედ: ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია

ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს. ლუის დე ლა ფუენტეს გუნდმა ნახევარფინალურ დაპირისპირებაში საფრანგეთი დამაჯერებლად 2:0 დაამარცხეს და ისტორიაში მეორედ იასპარეზებს მუნდიალის ფინალში.

მატჩის პირველი ტაიმი საკმაოდ დაძაბული გამოდგა, სადაც უკეთესს შთაბეჭდილებას ესპანეთის ნაკრები ტოვებდა. დე ლა ფუენტეს ფეხბურთელებმა ანგარიშის გახსნა 22-ე წუთზე შეძლეს. ლუკა დინმა საკუთარ საჯარიმოში ლამინ იამალის წინააღმდეგ იუხეშა და თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც ზუსტად მიკელ ოიარზაბალმა შეასრულა და თავისი ნაკრები დააწინაურა. გარდა გაშვებული გოლისა, პირველ ტაიმში ფრანგებს ვილიამ სალიბა გამოაკლდათ, რომელიც დიდიე დეშამმა 30-ე წუტზე ლაკრუათი ჩაანაცვლა. დარჩენილ დროში მეტი აღარაფერი შეცვლილა და გუნდები შესვენებაზე ამ ანგარიშით გავიდნენ.

მეორე ნახევარში ესპანეთის ნაკრებმა შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა, "ფურიაროხამ" მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა. განსაკუთრებით აღსანიშნია ნახევარდაცვის კარგი თამაში, სადაც ესპანეთმა საფრანგეთი პირწმინდად დაჯაბნა რაც შემდეგ შედეგზეც აისახა. დე ლა ფუენტეს ფეხბურთელებმა მეორე გოლი 58 წუთზე გაიტანეს, პედრო პორომ დანი ოლმოსთან კედელი გაითამაშა და მენიოსთან ერთი-ერთზე დარჩა, საიდანაც გატანა აღარ გასჭირვებია 0:2. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის ნაკრები ორბურთიანი სხვაობით მარცხდებოდა, მომენტების შექმნას მაინც ვერ ახერხებდა, ეს კი ესპანეთის მაღალი პრესინგის და კარგი თამაშის დამსახურება გახლდათ. დეშამის შეგირდებმა მთლიან შეხვედრაში ზუსტად კარის ჩარჩოში მხოლოდ 2-ჯერ დაარტყეს. საბოლოო ჯამში ესპანეთმა დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს.

ამრიგად მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის პირველი ფინალისტი ესპანეთის ნაკრებია, რომლის მეტოქის ვინაობაც, ხვალ, ინგლისისა და არგენტინის მატჩში გაირკვევა. ამ წყვილში გამარჯვებული ფინალში ითამაშებს, ხოლო დამარცხებული მესამე ადგილისთვის მატჩში საფრანგეთს შეხვდება.

მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური მატჩი 19 ივლისს გაიმართება.


საფრანგეთი - ესპანეთი 0:2

AT&T არლინგტონი

საფრანგეთი 4-2-3-1: მენიო, კუნდე, უპამეკანო, სალიბა (ლაკრუა 30'), დინიე (ერნანდესი 73'), ჩუამენი, რაბიო (კონე 46'), დემბელე, ოლისე (შერკი73'), ბარკოლა (დუე 57'), მბაპე.

მწვრთნელი: დიდიე დეშამი.

ესპანეთი 4-2-3-1: სიმონი, პორო (ლორენტე 84'), კუბარსი, ლაპორტე, კუკურეია, როდრი, რუისი (პედრი 78'), ოლმო (მერინო 78') ბაენა (უილიამსი 84'), იამალი, ოიარზაბალი (ტორესი 74').

მწვრთნელი: ლუის დე ლა ფუენტე.

გოლები: 0:1 ოიარზაბალი (პენ, 22'), 0:2 პედრო პორო (58')

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.085089