ფეხბურთი

21:15 | 13.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედომ" აკაკი შულაია დაიმატა

აკაკი შულაია საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდა და კარიერას ქუთაისის „ტორპედოში“ გააგრძელებს.

მხარეებს შორის ხელშეკრულება 2027 წლის ბოლომდე გაფორმდა, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების ოფციით.

შულაია 2023 წლიდან ლეგიონერი იყო: ჯერ უზბეკეთში „კიზილკუმის“ და „ლოკომოტივის“ ღირსებას იცავდა, მერე ყირგიზეთში - „აზია ტალასის“.

2022-2023 წლების სეზონი მან სწორედ „ტორპედოში“ გაატარა, სადაც 50 შეხვედრა ჩაატარა. მანამდე სხვა ქართულ გუნდებში გამოდიოდა - „მერანში“, „ცხინვალში“, „სიონში“, „დინამო თბილისსა“ და „იბერიაში“.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092359