ლონდონის „ჩელსიმ“ ლისაბონის „სპორტინგიდან“ პორტუგალიელი შემტევი ჯოვანი კენდა დაიმატა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
მან ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი 2034 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
„მოხარული ვარ, რომ ჩემს თანაგუნდელებთან და ხაბი ალონსოსთან ერთად ვიმუშავებ. ძალიან შრომისმოყვარე ახალგაზრდა ადამიანი ვარ და მიყვარს ჩემი გუნდის დახმარება“, - თქვა კენდამ.
19 წლის ჯოვანი კენდა „სპორტინგის“ აღზრდილია, რომლის მთავარ გუნდში 86 მატჩში 9 გოლი გაიტანა.





