18 წლის ანდრია კვირიკაძე "დინამო თბილისიდან" კარიერას ლიგა 1-ის კლუბ "პარიზში" გააგრძელებს, ინფორმაცია როგორც ფრანგულმა, ისე ქართულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
როგორც ცნობილი ხდება, ქართველ ფეხბურთელსა და კლუბს შორის 4 წლიანი კონტრაქტი გაფორმდა, რომელიც 2031 წლამდე იქნება ძალაში.
ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერს "პარიზის" ოფიციალური გვერდი შემდეგნაირად ეხმაურება:
"ანდრიას ტრანსფერი სრულიად ასახავს "პარიზის" სურვილს, გააგრძელოს თავისი შემადგენლობის განვითარება ახალგაზრდა და მაღალი პოტენციალის მქონე ფეხბურთელებზე დაყრდნობით, რომლებსაც შეუძლიათ კლუბის სპორტულ პროექტში ინტეგრირება.
18 წლის ანდრია კვირიკაძე "დინამო თბილისმა" აღზარდა — ქართული ფეხბურთის ისტორიული კლუბი, რომელიც ცნობილია თავისი აკადემიის მაღალი ხარისხით. ანდრიამ გასულ სეზონში თავი განსაკუთრებით ევროპულ ასპარეზზე გამოიჩინა, როდესაც უეფას ახალგაზრდულ ლიგაში „აეკ ლარნაკას“ წინააღმდეგ გამორჩეული მატჩი ჩაატარა", - ნათქვამია განცხადებაში.





