ფეხბურთი

23:10 | 26.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

დანი სებალიოსმა მადრიდის "რეალი" დატოვა

დანი სებალიოსმა მადრიდის „რეალი“ დატოვა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ესპანელ ფეხბურთელს კონტრაქტი ამოეწურა და ის გუნდის გეგმებში აღარ შედიოდა. შესაბამისად, ახალ გუნდს სებალიოსი თავისუფალი აგენტის სტატუსით მოძებნის.

დანი სებალიოსი „რეალში“ 2017 წელს სევილიის „ბეტისიდან“ გადავიდა და 215 მატჩში 7 გოლი გაიტანა. ამ პერიოდში მან ორი სეზონი იჯარით „არსენალშიც“ გაატარა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.104846