საქართველოს ეროვნული ლიგა პაუზის შემდეგ განახლდა, რომლის სასტარტო მატჩში „იბერია“ „სპაერს“ დაუზავდა.
„იბერია“ მე-19 წუთზე ანდრია ბართიშვილის ზუსტი პენალტით დაწინაურდა, რომელმაც ეროვნულ ლიგაში კარიერაში მეორე გოლი გაიტანა. თუმცა, საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა უპირტესობა ვერ შეინარჩუნა. 59-ე წუთზე ზურაბ გოლუბიანმა გაათანაბრა და დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა - ფრე 1:1.
„იბერია“ 31 ქულით ლიდერობს ეროვნულ ლიგას, მომდევნო ტურში კი „რუსთავს“ შეხვდება, ხოლო „სპაერი“ 21 ქულით მეხუთე ადგილზეა და წინ დილასთან მატჩი ელოდება.
„დილა“ – „სპაერი“ 1:1 (1:0)
გოლები: 1:0 ბართიშვილი (19, პენ), 1:1 გოლუბიანი (59)





