ფეხბურთი

16:30 | 10.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

transfermarkt-ზე საბა ხარებაშვილის ღირებულება გაორმაგდა

"დინამო თბილისის" 17 წლის ფეხბურთელის საბა ხარებაშვილის სატრანსფერო ღირებულება გაორმაგდა და მისი ღირებულება ახლა 2.5 მილიონია. აქამდე ახალგაზრდა ქართველის ფასი 1.2 მილიონი იყო.

საბა ხარებაშვილი ივნისის სანაკრებო პაუზის დროს საქართველოს ნაკრებში იყო გამოძახებული და ბაჰრეინთან გამართულ მატჩში ის ძირითად შემადგენლობაში იყო. ის ასევე 17-წლამდე, 19-წლამდე და 21-წლამდე ნაკრების წევრია.

შეგახსენებთ, რომ საბა ხარებაშვილი მომდევნო სეზონიდან კარიერას თურქეთის სუპერლიგაში გააგრძელებს, კონკრეტულად კი "ბაშაქშეჰირში". თურქულმა კლუბმა ქართველის სანაცვლოდ სწორედ 2.5 მილიონი გადაიხადა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095538