ფეხბურთი

13:25 | 3.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

"აიაქსი" ესპანელმა მწვრთნელმა ჩაიბარა

ამსტერდამის „აიაქსის“ მთავარ მწვრთნელად მიჩელი დაინიშნა.

50 წლის ესპანელმა ნიდერლანდურ გრანდთან ორწლიანი კონტრაქტი გაფორმა. მიჩელი 2021 წლიდან „ჟირონას“ ედგა სათავეში, რომლის რიგებში დიდ წარმატებას ორი წლის წინ მიაღწია, როცა გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა.

მიჩელს „ჟირონას“ გარდა, „რაიო ვალეკანოსა“ და „უესკაში“ უმუშავია. „აიაქსმა“ ცუდი სეზონი ჩაატარა და მომდევნო სეზონში კონფერენს ლიგაზე ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096451