როგორც მოსალოდნელი იყო იოლად მოიგო საქართველოს ეროვნული ნაკრებმა. გიბრალტარელებს ქართველები ბევრად აღემატებოდნენ ყველანაირად და შედეგიც ლოგიკურია.
ანგარიში გიორგი ჭანტურიას პასით ნიკოლოზ გელაშვილმა გახსნა მე-9 წუთზე. 29 წლის ფორვარდმა პირველი გოლი გაიტანა ნაკრებში, რისთვისაც 21-შეხვედრის ჩატარება დასჭირდა.
მეორე გოლი სტუმრებმა მე-19 წუთზე შეაგდეს – ანანიძის პასი ოქრიაშვილმა გამოიყენა. გოლების გარდა, პირველ ტაიმში “ჯვაროსნებს” კიდევ ჰქონდათ რამდენიმე რეალური მომენტი, რომელთაგან გამოსაყოფია ჭანტურიასა და გელაშვილის მომენტები. გიორგიმ ძელს მოარტყა, ხოლო ნიკოლოზმა მეკარეს ვერ აჯობა.
მასპინძლებს პირველ ტაიმში და ორი ნახევრად მომენტი ჰქონდათ. პირველი ეპიზოდი კუთხურს მოჰყვა, მაგრამ ლორიამდე ბურთს არ მიუღწევია, ხოლო მეორე შემთხვევაში კიპერმა უკუაგდო შორეული დარტყმული. ტაიმი 0:2 დასრულდა.
მეორე ნახევარიც იგივე სცენარით წარიმართა, ქართველი ფეხბურთელები მეტოქეს ჯაბნიდნენ და დიდადაც არ იკლავდნენ თავს. მეტოქემ ერთი მომენტი შექმნა, რომელიც ლორიამ მოიგერია. ქართველთაგან კი, რამდენიმე სახიფათო მომენტი იყო დასამახსოვრებელი. ერთადერთი გოლი, კვირკველიას პასით ჯაბა კანკავამ შეაგდო 69-ე წუთზე და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:3.
საქართველოს ნაკრებმა პირველი ქულები მოიპოვა მიმდინარე შესარჩევ ციკლში.
შესარჩევი ტურნირის ამავე ჯგუფში პოლონეთი საკუთარ მოედანზე შოტლანდიას დაუზავდა - 2:2, ხოლო გერმანელებმა, წინა ტურში პოლონეთში განცდილი მარცხის შემდეგ, მორიგი ქულები ამჯერად საკუთარ მოედანზე ირლანდიასთან დაკარგეს - 1:1.
D ჯგუფში 3 ტურის შემდეგ 7-7 ქულით პოლონელები და ირლანდიელები ლიდერობენ, 4-4 ქულით III-IV ადგილებს იყოფენ გერმანიისა და შოტლანდიის ნაკრებები, ხოლო სამქულიანი საქართველო მხოლოდ უქულოდ მყოფ გიბრალტარს უსწრებს.
გიბრალტარი - საქართველო 0:3 (0:2)
გიბრალტარი (4-1-4-1): რობა, ჯ.ჩიპოლინა, სანტოსი (რ.ჩიპოლინა 76), ვაისმენი, გარსია, რ.კასციარო, კ.კასციარო (პრესტლი 46), უოლკერი, პერესი, გუილინგი (გოსლინგი 75), ლ.კასციარო.
მწვრთნელი: ალენ ბულა
საქართველო (4-2-3-1): ლორია, კვირკველია, ხუბუტია, გრიგალავა, ლობჟანიძე, ძარია, კანკავა, ჭანტურია (დვალიშვილი 76), ანანიძე (ებრალიძე 80), ოქრიაშვილი, გელაშვილი (პაპუნაშვილი 67).
მწვრთნელი: თემურ ქეცბაია
გოლები: 0:1 გელაშვილი (9), 0:2 ოქრიაშვილი (19), 0:3 კანკავა (69).
გაფრთხილება: რ.კასციარო, ჯ.ჩიპოლინა – ძარია, პაპუნაშვილი
მსაჯი: ჰ.ლეჩნერი
| 1. | პოლონეთი | 3 | 2 | 1 | 0 | 11:2 | 7 | |
| 2. | ირლანდია | 3 | 2 | 1 | 0 | 10:2 | 7 | |
| 3. | გერმანია | 3 | 1 | 1 | 1 | 3:4 | 4 | |
| 4. | შოტლანდია | 3 | 1 | 1 | 1 | 4:4 | 4 | |
| 5. | საქართველო | 3 | 1 | 0 | 2 | 4:3 | 3 | |
| 6. | გიბრალტარი | 3 | 0 | 0 | 3 | 0:17 | 0 |







