საქართველოს ეროვნული ლიგის მე-16 ტურში წყალტუბოს „სამგურალმა“ სტუმრად გორის „დილა“ დაამარცხა.
მასპინძლები სწრაფად დაწინაურდნენ, მე-15 წუთზე ანგარიში ბლანკსონ ანოფმა გახსნა, რასაც ველისოლმა პენალტით უპასუხა. თუმცა, ლევან კორღალიძის გუნდი მეორედ 45-ე წუთზე დაწინაურდა, როცა შოთა შეყილაძემ გაიტანა.
მეორე ტაიმის დასაწყისში კლაუდიო სებოლინიამ გაათანაბრა, ხოლო 90-ე წუთზე ვინისიუსმა მესამედ დალაშქრა გორელთა კარი და ანგარიში 2:3 გახდა.
„სამგურალი“ 21 ქულით მეექვსე ადგილზეა და მომდევნო ტურში „ტორპედოს“ შეხვდება, „დილა“ კი წარუმატებელ სერიას აგრძელებს და 20 ქულით მერვე ადგილზეა ჩამოქვეითდა, წინ „დინამო ბათუმთან“ მატჩი აქვს.
„დილა“ – „სამგურალი“ 2:3 (2:1)
გოლები: 1:0 შეყილაძე (45), 1:1 ველისოლი (43, პენ), 2:1 შეყილაძე (45), 2:2 სებოლინია (55), 2:3 ვინისიუსი (90)





