ვეტერანი სომეხი ფეხბურთელი ჰენრიხ მხითარიანი „ინტერთან“ კონტრაქტს კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივებს.
მას ხელშეკრულება 30 ივნისს ეწურება, მაგრამ თანამშრომლობას განაახლებს და „ნერაძურიში“ მომდევნო სეზონშიც ითამაშებს.
მხითარიანი 2022 წლიდან თამაშობს და 187 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი. მანამდე „რომაში“, „არსენალში“, „მანჩესტერში“, „დორტმუნდში“, „შახტარში“, „მეტალურგსა“ და „პიუნიკში“ თამაშობდა.





