„კომოს“ ნიკო პასის შენარჩუნება სურს. იტალიური კლუბი „რეალთან“ მოლაპარაკებებს გეგმავს, რათა არგენტინელმა მომდევნო სეზონიც ლომბარდიულ კლუბში გაატაროს.
სესკ ფაბრეგასი და მისი თანაგუნდელები ცდილობენ დაარწმუნონ ნიკო, რომ დარჩეს „კომოში“, რომ მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ერთად ითამაშონ.
ნიკო პასმა „კომოში“ ბოლო ორ სეზონში 75 მატჩში 19 გოლი გაიტანა. ის მადრიდის „რეალს“ ეკუთვნის, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ ესპანურმა კლუბმა ისევ იტალიელებს დაუთმოს.





