ლონდონის „ტოტენჰემმა“ პრემიერლიგაში ადგილი შეინარჩუნა და მომდევნო სეზონისთვის გაძლიერება უკვე დაიწყო.
„დეზებმა“ შეათანხმეს ორი ტრანსფერი: ენდრიუ რობერტსონი და მარკოს სენესი კარიერას „ტოტენჰემში“ გააგრძელებენ. ორივე ლონდონურ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, რადგან ერთმა „ლივერპული“ დატოვა, მეორემ - „ბორნმუთი“.
რობერტსონი „ტოტენჰემთან“ კონტრაქტს 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმებს, ხოლო სენესი 2030 წლამდე და სეზონში მისი ხელფასი 5 მილიონი ევრო იქნება.





