"მანჩესტერ სიტიში" პეპ გვარდიოლას ეპოქა სრულდება, უკვე დადასტურებულია, რომ ესპანელი სპეციალისტი სეზონის ბოლოს მანჩესტერულ კლუბს დატოვებს.
როგორც ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო იტყობინება, პეპ გვარდიოლას ენცო მარესკა შეცვლის, რომელთანაც "სიტის" ხელმძღვანელობამ სიტყვიერ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს და სამწლიან კონტრაქტზეც შეთანხმდნენ.
ენცო მარესკასთვის "სიტი" უცხო ადგილი არ იქნება, რადგან იტალიელი სპეციალისტი წლების განმავლობაში გვარდიოლას შტაბში მუშაობდა. ბოლოს მარესკა ლონდონის „ჩელსიში“ მუშაობდა, რომელსაც კონფერენს ლიგა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოაგებინა. მანამდე, „ლესტერი“ პრემიერლიგაში გადაიყვანა, კარიერის სტარტზე კი მცირე ხნით „პარმას“ წვრთნიდა.
ცნობისთვის, პეპ გვარდიოლა "მანჩესტერ სიტიში" 2016 წლიდან მუშაობს და გუნდს დღემდე 20 ტიტული მოაგებინა, მათ შორის, 2023 წელს, ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგა.





