ფეხბურთი

22:04 | 16.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

რომანო: „ჩაბი ალონსომ „ჩელსისთან“ კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა“

ჟურნალისტი და ინსაიდერი ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე წერს, რომ ესპანელი მწვრთნელი ჩაბი ალონსო მალე „ჩელსის“ ახალ მთავარ მწვრთნელად დასახელდება.

ლონდონური კლუბი მწვრთნელთან ოთხწლიან კონტრაქტს 2030 წლის ივნისამდე გააფორმებს. ყველა დეტალი უკვე დაზუსტებულია და ალონსო უახლოეს დღეებში ლონდონში ჩავა, რათმადრიდის „რეალი“იყო მიღწეული.

შეგახსენებთ, რომ ალონსოს წინა კლუბი მწვრთნელის რანგში მადრიდის „რეალი“ გახლდათ. ის გუნდს 2025 წლის ივნისიდან 2026 წლის 12 იანვრამდე ხელმძღვანელობდა. მისი მოღვაწეობის პერიოდში „სამეფო კლუბში“ ალონსომ 28 მატჩი ჩაატარა, 20 მოიგო, სამჯერ ფრედ ითამაშა და ხუთი წააგო. ის ასევე ცნობილია ლევერკუზენის „ბაიერში“ მოღვაწეობით, სადაც გერმანიის ჩემპიონატი მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093343