ფეხბურთი

17:10 | 16.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჩაბი ალონსო "ჩელსის" მწვრთნელობას უახლოვდება

ჩაბი ალონსო ლონდონის „ჩელსის“ უახლოვდება. როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, კლუბსა და ესპანელს შორის პირდაპირი შეხვედრა გაიმართა.

„ჩელსის“ მწვრთნელის დანიშვნა მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე სურს, ამიტომ გადაწყვეტილებას მალე მიიღებენ და მოლაპარაკებები დაჩქარებულია. გარდა ამისა, ინგლისურმა გუნდმა ისაუბრა მარკო სილვასთან, ოლივერ გლასნერთან და ანდონი ირაოლასთან.

ნიკოლო სკირა კი იტყობინება, რომ ჩაბი ალონსო ახლოსაა ჩელსის მწვრთნელობასთან. ის „არისტოკრატების“ მთავარი სამიზნეა და მოლაპარაკებები მხარეებს შორის დადებითად მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ჩაბი ალონსო მადრიდის „რეალიდან“ გათავისუფლების შემდეგ უმუშევარია. მან მანამდე წარმატებას „ლევერკუზენში“ მიაღწია, რომელსაც ისტორიაში პირველად გერმანიის ჩემპიონატი მოაგებინა. ალონსო კარგად იცნობს პრემიერლიგასაც, რადგან წლების განმავლობაში „ლივერპულში“ თამაშობდა. „ჩელსიმ“ მიმდინარე სეზონში ორი მწვრთნელი შეიცვალა - ენცო მარესკა და ლიამ როსენიორი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092413