კურასაოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად ისევ დიკ ადვოკაატი დაინიშნა. ნიდერლანდელმა მიმდინარე წლის დასაწყისში თანამდებობა პირადი მიზეზებით დატოვა.
ადვოკაატი თანამემამულე ფრედ რუტენმა შეცვალა, რომელიც კურასაოს ფეხბურთის ასოციაციამ გუშინ გაათავისუფლა და დღეს, ისევ ადვოკაატი დანიშნეს.
აქვე გეტყვით, რომ კურასაოს ნაკრები დიკ ადვოკაატის ხელმძღვანელობით მსოფლიოს ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გავიდა.
კურასაოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გერმანიის, ეკვადორისა და კოტ დივუარის ნაკრებებს შეხვდება.







