საუდი პრო ლიგის 32-ე ტურში „ალ-ნასრმა“ „ალ-შაბაბი“ 4:2 დაამარცხა, კრიშტიანუ რონალდუმ კი მორიგი გოლი გაიტანა.
პირველ ტაიმში „ალ-ნასრი“ ჟოაო ფელიქსის დუბლით დაწინაურდა, რასაც იანიკ ფერეირა კარასკომ უპასუხა. 75-ე წუთზე კრიშტიანუმ გაიტანა და ანგარიში 3:1 გახადა. მატჩის მიწურულს გუნდებმა თითო გოლი კიდევ გაცვალეს. ჟოაო ფელიქსმა სულაც ჰეთ-თრიქი შეასრულა.
რონალდუ 26 გოლით ბომბარდირებში მესამე ადგილზეა. ეს იყო მისთვის საუდი პრო ლიგაში მე-100 გოლი, ხოლო კარიერაში 971-ე.
„ალ-ნასრი“ 82 ქულით პირველ ადგილზეა და მომდევნო ტურში 12 მაისს, „ალ-ჰილალს“ უმასპინძლებს, რომელსაც 5 ქულით უსწრებს, მაგრამ თამაშით მეტი აქვს ჩატარებული. ასე რომ, ეს საჩემპიონო დაპირისპირებაა.







