საქართველოს ეროვნული ლიგის მე-11 ტურში „დინამო თბილისმა“ „სპაერს“ უმასპინძლა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
თემურ ქეცბაიას გუნდმა პირველ ტაიმში ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. ანგარიში ნანა-კოფი დონკორმა გახსნა, მალევე მათე ვაწაძემ უპირატესობა ორამდე გაზარდა.
„სპაერმა“ ამას მატჩის მიწურულს პრესტიჟის გოლით უპასუხა, რომელიც ზურაბ გოლუბიანის აქტივშია - 2:1.
ქეცბაიას ხელში „დინამოს“ სამმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (2 მოგება, 1 ფრე), 15 ქულა დააგროვა და მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი „რუსთავს“ შეხვდება. „სპაერი“ 12 ქულით მეშვიდეა და „გაგრას“ დაუპირისპირდება.
„დინამო თბილისი“ – „სპაერი“ 2:1 (2:0)
გოლები: 1:0 დონკორი (28), 2:0 ვაწაძე (34), 2:1 გოლუბიანი (82)





