„მანჩესტერ სიტის“ ზაფხულში სავარაუდოდ, ნათან აკე დატოვებს. ნიდერლანდელი ფეხბურთელი კლუბის გეგმებში აღარ შედის და მისი წასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია.
ნიკოლო სკირას ცნობით, აგენტებმა ფეხბურთელი იტალიურ კლუბებს - „იუვენტუსს“, „რომას“ და „ინტერს“ შესთავაზეს. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია.
ნათან აკე „მანჩესტერ სიტიში“ 2020 წლიდან თამაშობს და 174 მატჩში 10 გოლი გაიტანა, ხოლო მანამდე „ჩელსის“, „რედინგის“, „უოტფორდის“ და „ბორნმუთის“ ღირსებას იცავდა.





