სხვა

22:03 | 27.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ბეისბოლი ყველასთვის

საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა გელა ჩიხრაძის და რენდი ბრაუნი წიგნის - "ბეისბოლი ყველასთვის" პრეზენტაცია.

აღსანიშნავია, რომ გელა ჩიხრაძე არის საქართველოში ბეისბოლის ერთ-ერთი შემომტანი და დიდი წვლილი მიუძღვის სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციაში.

ავტორის განცხადებით, სახელმძღვანელოში გადმოცემულია ორმოცი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება. დეტალურადაა აღწერილი ბეისბოლის წესები, სათამაშო მოედნისა და მოთამაშის აღჭურვილობის სტანდარტები. იგი პრაქტიკულ დახმარებას გაუწევს, არა მხოლოდ უშუალოდ სპორტსმენებს, მწვრთნელებს, მსაჯებს და ხელს შეუწყობს სპორტის ამ სახეობის დონის ამაღლებას.

ბეისბოლისა და სოფტბოლის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის - ვახტანგ ნორაკიძის თქმით, წიგნში, წესებთან ერთად, ასევე საინტერესოდაა მოთხრობილი, თუ როგორ მკვიდრებოდა ბეისბოლი საქართველოში, ბეისბოლის მოყვარულთა კლუბის შექმნისა და საქართველოს პირველი ნაკრების წარმატებული ასპარეზობის ისტორია.

წიგნი სპორტის სამინისტროსა და ბეისბოლისა და სოფტბოლის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით გამოიცა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.18698