ფეხბურთი

21:15 | 27.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

"გაგრა" და "მეშახტე" დაზავდნენ

საქართველოს ეროვნული ლიგის მეცხრე ტურში „გაგრა“ და „მეშახტე“ დაზავდნენ.

გუნდებმა პირველივე ტაიმში გოლები გაცვალეს: სტუმრები ცოტნე ფაცაციას გოლით დაწინაურდნენ, რასაც ტაიმის მიწურულს ილია სკრიპნიკმა უპასუხა. შესვენების შემდეგ არაფერი შეცვლილა და ფრე 1:1.

„მეშახტე“ და „გაგრა“ 10-10 ქულით მეშვიდე-მერვე ადგილებს იყოფენ. ტყიბულელები მომდევნო ტურში „იბერიას“ შეხვდებიან, ხოლო „გაგრას“ მეტოქე „სამგურალი“ იქნება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.171975