გერმანიის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის თავდამსხმელი ანდრე შიურლე ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში ირლანდიის ნაკრებთან საშინაო მატჩს გამოტოვებს. გერმანიის საფეხბურთო კავშირის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ამის მიზეზი გრიპის ვირუსია.
ასევე ვირუსის (ოღონდ კუჭ-ნაწლავის) გამო, გერმანელებს კრისტოფ კრამერი ვერ დაეხმარებათ.
მათ გარდა, სხვადასხვა დაზიანებების გამო, გერმანელთა თავკაცი იოახიმ ლიოვი მესუთ იოზილს, ბენედიქტ ჰიოვედესს, ბასტიან შვაინშტაიგერს, მარკო როისსა და მარიო გომესს მოისაკლისებს.







