ფეხბურთი

1:00 | 20.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" კონკურენტებს გაექცა

იტალიის სერია A-ს 33-ე ტურში „იუვენტუსმა“ ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და ჩემპიონთა ლიგის საგზურისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

"ბოლონიასთან" მატჩი „იუვემ“ ძალიან აქტიურად დაიწყო, პირველივე წუთზე ჰქონდა გატანის შანსი, რაც არ გამოუვიდა, მაგრამ სამაგიეროდ, მეორე წუთზე დაწინაურდა. ჯონათან დევიდმა მეტოქის კარი თავური დარტყმით დალაშქრა.

შესვენებამდე „იუვენტუსს“ კიდევ არაერთი მომენტი ჰქონდა გასატანად, მაგრამ ბევრი მომენტი ვერ გამოიყენა. თუმცა, უპირატესობა მეორე ნახევარში ხეფრენ ტურამის გოლით მაინც გაზარდა, რამაც თამაშს ყოველგვარი ინტრიგა მოუკლა. „იუვემ“ 2:0 მოიგო.

აღსანიშნავია, რომ მატჩამდე ტურინში პატივი მიაგეს აწ გარდაცვლილ ალექს მანინგერს. კართან ყვავილების თაიგული მისმა ყოფილმა თანგუნდელებმა - ჯიჯი ბუფონმა, ლეონარდო ბონუჩიმ, ჯორჯო კიელინიმ და კლაუდიო მარკიზიომ მიიტანეს. მანინგერი რამდენიმე დღის წინ 48 წლის ასაკში ავტოავარიაში დაიღუპა.

„იუვენტუსი“ 63 ქულით მეოთხე ადგილზეა და 5 ქულით გაასწრო კონკურენტებს, „რომას“ და „კომოს“, უფრო ახლოსა ახლა მასთან „მილანია“, რომელსაც სამი ქულით ჩამორჩება და მომდევნო ტურში სწორედ „როსონერის“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090853