ძიუდო

14:38 | 16.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი სარდალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი დაიწყო, რომელსაც თბილისი მასპინძლობს. პირველ საშეჯიბრო დღეს ფინალშია გიორგი სარდალაშვილი.

60 კგ წონით კატეგორიაში სარდალაშვილმა გერმანელი მაქსიმილიან ჰეიდერი, ბელგიელი იორე ვერსტრაეტენი და აზერბაიჯანელი ბალაბაი აღაიევი დაამარცხა, ხოლო ფინალში საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძეს შეხვდება.

66 კგ წონით კატეგორიაში უმედლოდ დარჩა ვაჟა მარგველაშვილი, რომელიც ხორვატ დანი კლაჩართან პირველივე წრეში მოულოდნელად დამარცხდა.

ქალთა შორის, 48 კგ წონით კატეგორიაში ჯულიეტა როდონაია ფრანგ შირინ ბუკლისთან დამარცხდა, ხოლო ნინო თათრიშვილმა უნგრელ როზა გიერტიასთან განიცადა მარცხი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091664