„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „პარი სენ-ჟერმენთან“ მარცხის (0:2) შემდეგ ისაუბრა.
როგორც მან თქვა, გაუმართლათ, რომ უფრო დიდი სხვაობით არ წააგეს, მაგრამ საპასუხო შეხვედრაში მდგომარეობის შეცვლის იმედი აქვს:
„თუ მთელ მატჩს შევხედავთ, გაგვიმართლა, რომ მხოლოდ 0:2 წავაგეთ. მათ მეტი შანსი ჰქონდათ, ვიდრე გაიტანეს - საკმარისი მეტი გოლის გასატანად. კარგია, რომ ჯერ კიდევ ვიბრძვით ნახევარფინალისთვის და რომ შეგვიძლია „ენფილდზე“ სიტუაციის შეცვლა. ვიცით, რამხელა განსხვავებას ქმნის ჩვენი სტადიონი. გვჭირდება გუნდი, რომელიც ბევრს შრომობს და ეს დავინახეთ, მაგრამ რთულია. მამარდაშვილმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. ისინი დიდი ხნის განმავლობაში ფლობდნენ ბურთს, წარმოუდგენელი სისწრაფით თამაშობდნენ მოედნის ყველა ნაწილში. მათი მაღალი პრესინგი მუშაობდა“, - თქვა სლოტმა.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპულსა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის საპასუხო მატჩი 14 აპრილს „ენფილდზე“ გაიმართება.







