ფეხბურთი

22:40 | 7.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა

რუმინელი მწვრთნელი მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა. ის 80 წლის იყო.

ლუჩესკუ 26 მარტს, თურქეთისა და რუმინეთის ნაკრებების მატჩის შემდეგ საავადმყოფოში გულის შეტევით მოათავსეს. მან რუმინეთის ნაკრებიც დატოვა, ხოლო ბოლო სამი დღე ხელოვნურ კომაში იყო.

ლუჩესკუმ კარიერის განმავლობაში არაერთგან იმუშავა, მათ შორის, რუმინეთის ნაკრებში სხვადასხვა ეპოქაში, "ბეშიქთაშში, „ბრეშაში“, „პიზაში“, „ინტერში“, „გალათასარაიში“, „ზენიტში“, „დინამო კიევში“, თურქეთის ნაკრებში, ხოლო ყველაზე დიდხანს, 2004-2016 წლებში „შახტარის“ მწვრთნელი იყო, რომელიც უკრაინაში დომინანტად აქცია, 2009 წელს უეფას თასიც მოაგებინა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.160008