ფეხბურთი

0:43 | 31.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

გერმანიის ნაკრებმა განასთან რთულ ბრძოლაში მოიგო

გერმანიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში მორიგი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და შტუტგარტში განის ნაკრების დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.

იულიან ნაგელსმანის გუნდი პირველი ტაიმის მესამე კომპენსირებულ წუთზე დაწინაურდა კაი ჰავერტცის ზუსტი პენალტით და შესვენებაზე უპირატესობით გავიდა. თუმცა განას ადვილად არაფერი დაუთმია. 70-ე წუთზე აბდულ ფატავუმ წონასწორობა აღადგინა და ახლოს იყვნენ აფრიკელები ფრესთან.

გერმანიის ნაკრებმა მაინც აჯობა მეტოქეს, რადგან 88-ე წუთზე „შტუტგარტის“ ფორვარდმა დენის უნდავმა მშობლიური პუბლიკა გაახარა და გამარჯვების გოლი გაიტანა. გერმანიამ 2:1 მოიგო.

გერმანიის ნაკრებს მომდევნო სპარინგი 6 ივნისს, აშშ-ს ნაკრებთან აქვს, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე კურასაოს, კოტ დივუარისა და ეკვადორის ნაკრებებს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093373