ფეხბურთი

17:50 | 29.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" ბასტონისთან პირად კონტრაქტზე საუბრობს

„ბარსელონა“ მილანის „ინტერის“ და იტალიის ნაკრების მცველის, ალესანდრო ბასტონის ტრანსფერზე მუშაობს.

როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, კატალონიური კლუბი იტალიელ მცველთან პირადი კონტრაქტის თაობაზე და ხელფასის პირობებზე მსჯელობენ. მოლაპარაკებები რამდენიმე დღის წინ დაიწყო.

თუმცა, ჯერჯერობით, მოლაპარაკებები არ დაწყებულა კლუბებს შორის და ეს მოსალოდნელი უახლოეს პერიოდში არაა. „ინტერს“ კონტკრეტული ფასი ჯერ არ დაუდგენია.

ალესანდრო ბასტონი „ინტერში“ 2019 წლიდან თამაშობს და 293 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „პარმას“ ღირსებას იცავდა, კარიერა კი „ატალანტაში“ დაიწყო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.081412