რაგბი

13:55 | 29.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | აია 45:27 ხვამლი

ქუთაისის ‘აიამ’ დიდი 10-ის მიმდინარე სეზონის ფლეი ოფის პირველ მატჩში თბილისის ‘ხვამლი’ 45:27 დაამარცხა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს.

„აია არენაზე“ მასპინძლებმა პირველ ტაიმში შეცდომები დაუშვეს და 15 ქულით ჩამორჩნენ, თუმცა მეორე ტაიმში სრული დომინაცია მოიპოვეს და საბოლოოდ დამაჯერებლი გამარჯვება მოიპოვეს. შედეგად, ‘ხვამლმა’ სეზონი მე-6 ადგილზე დაასრულა, ‘აია’ კი ფლეი ოფის მეორე ეტაპზე გავიდა და იქ რუსთავის ‘ხარებსა’ და თბილისის ‘ლელოს’ შორის გამარჯვებულს ელოდება.

მასპინძლებმა საწყის 20 წუთში შეცდომები მრავლად დაუშვეს და ‘ხვამლი’ 15 ქულით დაწინაურდა: ზაურ ლუტიძემ და ლაშა მალაღურაძემ ლელოები, ხოლო ლუკა თაყაიშვილმა თითო გარდასახვა და ჯარიმა გაიტანა. ამის შემდეგ ქუთაისელები გამოცოცხლდნენ და გიორგი ფრუიძემ ერთი საპასუხო ლელო გაიტანა, თუმცა მას გიორგი ვარდოსანიძემ უპასუხა - 5:20.

შესვენების შემდეგ ‘აია’ მოედანზე მაქსიმალური მობილიზებით გამოვიდა და წონასწორობის აღსადგენად სულ რაღაც 10 წუთი დაჭირდა. გივი კაშიამ და ათუკა ზვიადაძემ ლელოები გაიტანეს, რასაც გიორგი ბაბუნაშვილმა გარდასახვა და ჯარიმა შემატა. 57-ე წუთზე მასპინძლები ომარ ჯანგავაძის ლელოთი დაწინაურდნენ, რასაც ზვიადაძემ კიდევ ორი ლელო შემატა, რომელთაგან ერთი თემურ ძოძუაშვილმა გარდასახა და საკუთარი გუნდის უპირატესობა 17 ქულამდე გაზარდა.

დასკვნით 10 წუთში ძოძუაშვილმა ჯარიმით უპირატესობა გაზარდა, ხოლო ზვიადაძემ მატჩში თავისი მეოთხე ლელო გაიტანა. შეხვედრის მიწურულს ირაკლი სულეიმანაშვილმა ლელოთი და მალაღურაძემ გარდასახვით ჩამორჩენა შეამცირეს, რითაც საბოლოო შედეგი დააფიქსირეს - 45:27 ‘აიას’ სასარგებლოდ. მატჩის საუკეთესო მოთამაშე 4 ლელოს ავტორი ათუკა ზვიადაძე გახდა.

‘აია’ ფლეი ოფის შემდეგ ეტაპზე გავიდა და იქ ‘ხარებსა’ და ‘ლელოს’ შორის გამარჯვებულს ელოდება.

Rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.08848