სენეგალის ფეხბურთის ფედერაციამ CAS-ში (საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლო) აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საჩივარი შეიტანა.
CAF-მა სენეგალის ნაკრებს აფრიკის თასის ფინალში ტექნიკური წაგება (0:3) ჩაუთვალა, ტიტული ჩამოართვა და ის მაროკოს ნაკრებს გადასცა, რომელიც ოფიციალურად გამოაცხადა.
სენეგალელები არ ეთანხმებიან ამ გადაწყვეტილებას და დავა საერთაშორისო დონეზე დაიწყეს. CAS-ი განიხილავს საკითხს და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ სენეგალის ნაკრებს ფინალში მარცხი მოედნიდან ფეხბურთელების თვითნებური გასვლისთვის ჩაუთვალეს.







