ისრაელის ნაკრების მწვრთნელმა რან ბენ შიმონმა საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.
„გვჯერა, რომ ეს თამაშები ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპია. მაღალი დონის მეტოქე გვყავს, ამიტომ ამხანაგური მატჩის დარქმევა არც თუ ისე იდეალურია. ვფიქრობდით, რომ საქართველო საუკეთესო შემადგენლობით იქნებოდა და ასეცაა.
ორივე გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფამდე ვერ მიაღწია და ახლა ახალი გზა გვაქვს. გვინდა, რომ რაღაც ახალი ავაშენოთ. ორივე გუნდს აქვს მიზნები და გვინდა, მაქსიმალურად მოვემზადოთ, საუკეთესო გუნდი შევქმნათ, რომელიც შემდეგი გამოწვევებისთვის მზად იქნება. ახალ მეთოდებსა და ახალ მოთამაშეებს ვცდით.
ეს მოსამზადებელი თამაშია და არა ამხანაგური. საქართველოს ნაკრები შესანიშნავი გუნდია, ეს ჩვენთვის ძალიან დიდი გამოწვევაა.
კვარაცხელია უმაღლესი დონის მოთამაშეა, მასზე აქცენტს აკეთებენ, მაგრამ არ არის სწორი, საქართველოს ნაკრებს მხოლოდ ამ თვალით შეხედო. მას კარგი ნახევარმცველები და კარგი დაცვა ჰყავს. მთლიანად გუნდის წინააღმდეგ სათამაშოდ მოვემზადეთ. რა თქმა უნდა, კვარაცხელიას პასები ყველაზე საშიშია და ჩვენ ამას მივაქცევთ ყურადღებას“, - თქვა ბენ შიმონმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ისრაელის მატჩი 26 მარტს, 21:00 საათზე გაიმართება.





