ფეხბურთი

2:10 | 23.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ვინისიუსის დუბლით "რეალმა" მადრიდული დერბი მოიგო

ესპანეთის ლა ლიგის 29-ე ტურში მადრიდულ დერბიში „რეალმა“ „ატლეტიკო“ დაამარცხა და სანაკრებო პაუზაზე კარგ განწყობაზე გავიდა.

ტრადიციულად, როგორც ამ დუელს შეეფერება, დაძაბული თამაში გამოდგა. დიეგო სიმეონეს გუნდი ადემოლა ლუკმენის გოლით დაწინაურდა და პირველი ტაიმი მოიგო კიდეც - 1:0.

თუმცა, მეორე ნახევრის დასაწყისში „სამეფო კლუბმა“ ორჯერ გაიტანა და წინ გავიდა. ჯერ ვინისიუსმა პენალტით გაათანაბრა, შემდეგ ფედერიკო ვალვერდემ გაიტანა, რომელიც დიდებულ ფორმაშია.

„როხიბლანკო“ არ დანებდა, მალევე ნაუელ მოლინამ წონასწორობა აღადგინა. თუმცა, ტაბლოზე საყაიმო ანგარიში დიდხანს არ შენარჩუნდა - „რეალმა“ მაინც მოიგო, ვინისიუსმა დუბლი შეასრულა და 3:2.

„რეალი“ ლა ლიგაში 69 ქულით მეორე ადგილზეა, ოთხი ქულით ჩამორჩება „ბარსელონას“, მომდევნო ტურში კი 4 აპრილს, „მალიორკას“ ესტუმრება. „ატლეტიკო“ 57 ქულით მეოთხე პოზიციაზეა, შემდეგ თამაშს 4 აპრილს, „ბარსელონასთან“ გამართავს, რომელსაც შემდეგ სამ დღეში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშიც გაეჯიბრება.

„რეალი“ – „ატლეტიკო“ 3:2 (0:1)

გოლები: 0:1 ლუკმენი (33), 1:1 ვინისიუსი (52, პენ), 2:1 ვალვერდე (55), 2:2 მოლინა (66), 3:2 ვინისიუსი (72)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.116494